150.00₾Original price was: 150.00₾.120.00₾Current price is: 120.00₾.
Only 3 left in stock
კომპაქტური და მსუბუქი, Ulanzi VL120 არის მხოლოდ 6.6 x 10.6 x 1.5 სმ ზომის და იწონის 120 გ და ადვილად ჯდება თქვენს ჯიბეში და ჩანთაში. აღჭურვილია 120 LED ნათურებით, ფერის ინდექსით 95. RGB რეჟიმი რეგულირდება 0-დან 360°-მდე ფერის გაჯერებით. მოწყობილობის სიკაშკაშე რეგულირდება 0-დან 100%-მდე, ხოლო ფერის ტემპერატურა მერყეობს 2500K-დან 9000K-მდე.
ილუმინატორს აქვს 20 განათების ეფექტი.
ქვედა სამაგრი 1/4” დიუმიანი ნახვრეტით ამარტივებს ამ განათების დამაგრებას კამერაზე, შტატივზე ან სადგამზე. განათებას მოყვება Cold Shoe Mount(ამ ტერმინის თარგმნა ვერ მოვიძიეთ ვერსად) რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამაგროთ შუქი კამერაზე. რბილი განათების შესაქმნელად, ნაკრები მოიცავს თეთრ სილიკონის დიფუზერს. ჩაშენებული 3100 mAh ლითიუმის ბატარეა უზრუნველყოფს 1,5 დან-15 საათამდე სამუშაო დროს და მისი დამუხტვა შესაძლებელია Type-C დატენვის პორტით.
Ulanzi VL120 შესანიშნავია ბლოგისთვის, წვეულების განათებისთვის, სელფებისთვის, პორტრეტებისთვის, პროდუქტის ფოტოგრაფიისთვის და სხვა.
70.00₾Original price was: 70.00₾.60.00₾Current price is: 60.00₾.
Only 2 left in stock
Ulanzi-ს ვიდეო ჩარჩო განკუთვნილი პროფესიონალური ვიდეო გადაღებისთვის. აქსესუარს აქვს ორი ხელის მოსაჭიდი ღერძი, რაც უზრუნველყოფს მდგრად ფიქსაციას და ბევრად უფრო სტაბილურ გამომავალ გამოსახულებას.დამჭერი ჭანჭიკი საშუალებას გაძლევთ „მჭიდროდ“ დააფიქსიროთ სმარტფონი.
აქსესუარების სამაგრები:
Ulanzi U-rig-ს აქვს უამრავი სამაგრი დამატებითი აქსესუარებისთვის. გათვალისწინებულია 3 Cold Shoe Mounts და 4 ერთეული 1/4" დიუმიანი სამაგრი დამატებითი მიკროფონის, განათების და ა.შ. დასამაგრებლად და კიდევ ერთი სამაგრი ქვედა ნაწილში შტატივებზე, სლაიდერებზე, სტაბილიზატორებზე და სხვა პროფესიონალურ ოპერატორის ხელსაწყოებზე დასაყენებლად.
135.00₾Original price was: 135.00₾.100.00₾Current price is: 100.00₾.
Only 3 left in stock
დაიცავით ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია : Mi Camera 2K-გარჩევადობით ცნობილი ბრენდისგან, ახლა უკვე ულტრა ნათელი გამოსახულების ხარისხით.
კამერა აღჭურვილია მაგნიტური სამაგრით, ასევე ღამის ხედვის რეჟიმით, ორმხირივი რაციის ფუნქციით და მრავალი სხვა შესაძლებლობებით და ეს ყველაფერი ბიუჯეტურ ფასად.
260.00₾Original price was: 260.00₾.230.00₾Current price is: 230.00₾.
Out of Stock
Xiaomi Mi 360° home security camera 2k pro სახლის უსაფრთხოების კამერა გამოირჩევა გამოყენების სიმარტივით და ამავე დროს აღჭურვილია მრავალი ფუნქციებით: 3 მეგაპიქსელიანი CMOS-მატრიცა, ვიდეოს მაქსიმალური გარჩევადობა შეიძლება მიაღწიოს 2304x1296 პიქსელს, ხოლო გადაღების სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 25 კადრ/წმ-ს. კამერის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა მისი მბრუნავი დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს 360°-მდე ხედვის კუთხეს. f/1.4 ოპტიკით და 10 მ IR დიაპაზონით, შეგიძლიათ ეფექტურად გადაიღოთ დაბალი განათების პირობებში. ასევე, მოდელი აღჭურვილია მიკროფონით და დინამიკით, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მოწყობილობა როგორც ძიძა კამერა.
კამერა დამზადებულია კომპაქტურ კორპუსში ელეგანტური დიზაინით, რომელიც შესანიშნავად მოერგება თითქმის ნებისმიერ ინტერიერს. კავშირი ხორციელდება უსადენოდ Wi-Fi 4 პროტოკოლისა და Mi Home მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ჩანაწერების შესანახად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ღრუბლოვანი მეხსიერება, ასევე მეხსიერების ბარათები. კამერის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჭკვიანი სახლის სისტემასთან თავსებადობა.