Item(s) left: 1
ბრენდი Ulanzi
ჩაშენებული „cold shoe“ სამაგრზე დამატებითი განათების ან მიკროფონის დასამაგრებლად
სელფის ჯოხის მაქსიმალური სიგრძე: 57.7 დუიმი (დაახლ. 146 სმ)
ოთხფეხა შტატივის მაქსიმალური სიმაღლე: 58.7 დუიმი (დაახლ. 149 სმ)
იკეცება 13.2 დუიმამდე (დაახლ. 33.5 სმ)
წონა-415 გრ
შექმენით უკეთესი და მრავალფეროვანი კონტენტი Ulanzi-ს MT-44 B 2-in-1 Quadpod-ისა და სელფის ჯოხის გამოყენებით. MT-44 B-ის ბოლოზე დატანილია სტანდარტული 1/4″-20 ხრახნი ციფრული კამერის დასამაგრებლად; ასევე, შეგიძლიათ გაშალოთ ჩაშენებული სამაგრი სმარტფონით გადასაღებად, ან გამოიყენოთ ორივე ერთდროულად. ორივე სამაგრის გამოყენება საშუალებას გაძლევთ, ერთი და იგივე სცენა სხვადასხვა პროპორციით (ასპექტის თანაფარდობით) გადაიღოთ. შეგიძლიათ გადაიღოთ ორივე მიმართულებით: როგორც საკუთარი თავი, ისე გარემო ან რესპონდენტი. ეს კონსტრუქცია ასევე გაძლევთ საშუალებას, ტელეფონი ტელეპრომპტერად გამოიყენოთ. შესაძლებლობები მრავალფეროვანია. თავად მოწყობილობის ტარი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სელფის ჯოხი, ისე ოთხფეხა შტატივი (quadpod). ფუძის მიწაზე მსუბუქად დარტყმისას ოთხივე ფეხი ერთდროულად იშლება.
უსადენო დისტანციური მართვის პულტი
დაზოგეთ დრო და აღარ მოგიწევთ ტელეფონთან მისვლა-მოსვლა. უბრალოდ ამოიღეთ სახელურში ჩაშენებული Bluetooth პულტი, დაუკავშირეთ ის მოწყობილობას და შეუმჩნევლად მართეთ ფოტო- ან ვიდეოგადაღება 10 მეტრამდე (33.3 ფუტი) მანძილიდან. პულტი თავსებადია iOS, Android და HarmonyOS სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებთან.
სრულად რეგულირებადი
მიუხედავად იმისა, იყენებთ ტელეფონის სამაგრს, კამერის სამაგრს თუ ორივეს ერთად, შეგიძლიათ კუთხის სრულად რეგულირება 360°-ით მბრუნავი და ფიქსირებადი ბურთულოვანი თავაკის (ball head) მეშვეობით. კონსტრუქციას ასევე აქვს სპეციალური ჭრილი, რომელიც საშუალებას იძლევა, სამაგრი მყისიერად გადაიხაროს 90°-ით ვერტიკალური გადაღებისთვის.
| წონა | 0415 კგ |
|---|