Wireless mechanical Keyboard K68

SKU: 301331
Საწყობში
175.00 150.00
Საწყობში
Wishlist
Wishlist
სხვა ადამიანებს ეს უნდათ 19 მომხმარებელთა კალათაში

K68 უსადენო მექანიკური კლავიატურა თითქმის იდეალური კლავიატურაა. “თითქმის” იმიტომ რომ არა აქვს rgb ნათება. თუმცა ეს პუნქტი საკამათოა : ვისთვის ეს “მინუსი” პირიქით , კიდევ ერთი დამატებითი პლიუსია: არ გაღიზიანებს და ამავე დროს ნათების ხარჯზე გამონთავისუფლებული ენერგია კიდევ უფრო ახანგრძლივებს ავტომნომიურ რეჟიმს.

ახლა მოკლედ ჩამოვთვალოთ ის პარამეტრები რაც გვაძლევს ასეთი თამამი განცხადების საშუალებას:

  1. უსადენო კავშირი : ამ მოდელს გააჩნია სამმაგი რეჟიმი
    ა. 2.4 გჰც უსადენო კონექტორით- კომპიუტერებისთვის,ნოუთბუქებისთვის
    ბ. 2 არხიანი Bluetooth 5.0 – ნებისმიერი მოწყობილობისთვის რომელსაც გააჩნია Bluetooth მიმღები , იქნება ეს პლანშეტი , ტელეფონი, სმარტ ტელევიზორი თუ სათამაშო კონსოლები(PS4, PS5, Xbox)
    გ. USB Type-C კონექტორი – MAC OS, MacBook,Windows მოწყობილობებისთვის.
  2. შეგიძლიათ ერთდროულად 3 დევაისი მიუერთოთ და  Fn+Q /W/E ღილაკების გამოყენებით სწრაფად გადაერთოთ მოწყობილობებს შორის
  3. Red switch : გეიმერებს ბევრი ახსნა არ სჭირდებათ რა უპირატესობა აქვს წითელ(Linear)გადამრთველებს , დანარჩენებისთვის კი მარტივად ავხსნით – თუკი ბევრს მუშაობთ კლავიატურასთან და გაღიზიანებთ მექანიკური კლავიატურებისთვის დამახასიათებელი ზედმეტად ხმამაღალი “ჩხაკუნი”, ასევე არ გსიამობნებთ ტაქტილური უკუკავშირი და ტექსტის სწრაფი აკრეფა გჭირდებათ ზედმეტი ძალდატანების გარეშე – ამ შემთხვევაში კლავიატურა Red switch-ით საუკეთესო გამოსავალია.
  4. კვება : კლავიატურა კვებას იღებს 2 ც ААА ტიპის ელემენტისგან რომლის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ საცალო მარკეტში. კარგი ხარისხის ელემენტები უზრუნველყოფს საშუალოდ 6 თვე უწყვეტი მუშაობის რეჟიმს. ენერგიის ეკონომიის მიზნით 30 წუთი უმოქმედობის შემდეგ კლავიატურა “იძინებს” .  “გამოღვიძება” ხდება ნებისმიერ კლავიშზე შეხებით.
  5. ერგონომიკა : კომპაქტური ზომები, დახრის 6 გრადუსიანი კუთხე და კლავიშების ეფექტური განლაგება შეგიქმნით კომფორტული მოხმარების ზონას : ხელის მტევნები ნაკლებად იღლება , ხოლო ხედვის კუთხე მაქსიმალურად მორგებულია ხანგრძლივი მოხმარებისთვის

ბრენდი: ZIYOULANG
მოდელი: K68

მექანიკური გადამრთველების ტიპი: წითელი გადამრთველი(Red switch)
კავშირის ინტერფეისი:ბლუთუზი
Bluetooth ვერსია: 5.0
კლავიატურის ტიპი: მექანიკური
კლავიშების რაოდენობა: 68
Ენერგიის წყარო: 2xAAA
ზომები და წონა
წონა: 686 გ
სიგანე:312 მმ
სიმაღლე:103 მმ
სიღრმე:39 მმ
კომპლექტაცია: კლავიატურა, Keycap,2 სათადარიგო კლავიში,ინსტრუქცია

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

ZIYOULANG

ფერი

კრემისფერი+ნაცრისფერი, ნაცრისფერი

Recently Viewed Products

Add to Wishlist
Add to Wishlist
Add to Wishlist
Add to Wishlist