საგარანტიო მომსახურეობა გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას .თუ ნივთი არ ექვემდებარება შეკეთებას, მის შეცვლას, ან ალტერნატივის შეთავაზებას.
საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებული თარიღიდან.
ნივთის შეძენიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე.
თუ სერვისცენტრი ვერ ახერხებს ნივთის შეკეთებას და მისი სათანადო დეტალებით უზრუნველყოფას ორმაცდახუთი (45) სამუშაო დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არსებული ნივთის იმავე მოდელით ჩანაცვლება და მომხმარებელი არ არის თანახმა მისი სხვა მსგავსი ფუნქციონალისა და ფასის მოდელით ჩანაცვლებაზე, მაღაზია ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.
პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
ინტერნეტ მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას, არ ამართლებს მის მოლოდინს ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება
ასევე კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების „დარუთულ“ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას არასრულფასოვან მუშაობაზე.
სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა სერვის ცენტრში მიღების მომენტიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.
საგარანტიო მომსახურეობა არ ვრცელდება
USB, LAN, LPT, PS2 – გარე პორტებზე: აკუმულატორზე, ელემენტზე, ნათურებზე.
საგარანტიო მომსახურების მიღება შეუძლებელია ნივთზე დეფექტის ვერ აღმოჩენის შემთხვევაში!