Stainless steel GK-150DL გამორჩეული დიზაინის კლავიატურაა.კლავიშების სიმაღლით, ხმით და rgb განათებით ძალიან ჰგავს მექანიკურ კლავიატურას. განსაკუთრებით მიმზიდველია ხარისხიანი პლასტიკისგან დამზადებული კორპუსი მეტალიკის სტილში. საინტერესო დეტალია ტელეფონის ჩასადები პაზი, თუმცა გამოსაყენებლად მხოლოდ მაღალი მონიტორის შემთხვევაშია იქნება კომფორტული.
ეს მოდელი გამოირჩევა rgb განათების ყველა გემოვნებაზე მორგების შესაძლებლობით. ვისაც არ მოსწონს "ნაძვის ხე" - შეუძლია საერთოდ გამორთოს განათება. კლავიატურას გააჩნია დინამიური ნათების 9 რეჟიმი რომლის ცვლილებაც მარტივად შეგიძლიათ fn კლავიშის და ციფრული კლავიშეის 1 დან 9დე კომბინაციით. fn+7*2x კომბინაციით კი შეგიძლიათ კლავიატურის სხვადასხვა ზონებს მიანიჭოთ განსხვავებული ფერები.ასევე შეგიძლიათ მიანიჭოთ ცალკე ფერი და განათება სიმბოლოებს და კლავიშებს.FN+9 კომბინაციით კლავიშები ნათდება ხმაურზე რეაგირებით( °ロ° ) - კლავიატურა რეაგირებს ნებისმიერ ვიბრაციაზე ტაშის შემოკვრიდან დაწყებული ჩაბუქვნით დამთავრებული.მოკლედ რომ ვთქვათ rgb ნათების კომბინირებით კარგად გაერთობით :)
მოკლედ მიმოვიხილოთ დანარჩენი პარამეტრებიც :
ნესტ და მტვერ გამძლე კორპუსი
მოოქროვილი USB კონექტორი
არმირებული კაბელი
ფერიტის ხმაურის ფილტრი(ჩვენც არ ვიცით რა არის ეს)
ძალიან საჭირო ფუნქცია გეიმერებისთვის - Windows-ის სისტემური ღილაკების ბლოკირება და კურსორის გადასვლა WASD* კლავიშერზე.
რეზიუმე - ამ ფასის კატეგორიაში საინტერსო და ხარისხიანი დევაისია.
გეიმერული კლავიატურა Defender Legion GK-010DL უზრუნველყოფს სპეციალური სათამაშო ფუნქციების მხარდაჭერას, მათ შორის Windows კლავიშის დაბლოკვის, ასევე WASD კურსორის ისრის ღილაკებზე გადასვლის შესაძლებლობას.
პარამეტრების ვიზუალიზაცია გენიუსის გასაღების გამოყენებით
12 ფუნქციური ღილაკის პერსონალიზაცია წინასწარ განსაზღვრული მეთოდებით
პროგრამების გაშვება, დოკუმენტებზე წვდომა, ვებ – გვერდების მონახულება.
სტანდარტული emoji სიმბოლოები ან ძირითადი კოდები
A4Tech Bloody Q100 კლავიატურა, კარგია მოთამაშეებისთვის. ოთხი კლავიში კლავიატურაზე დაფარულია რეზინისგან, რაც ამ მოდელს მოსახერხებელს და მოთხოვნადს ხდის.
კლასიკურ A4Tech Bloody Q100 კლავიატურას აქვს წყალგაუმტარი პლასტიკური საყრდენი, რომლის სიმაღლე შეიძლება მოერგოს სასურველ დონეს. სადენიანი კლავიატურა დაკავშირებულია USB პორტის საშუალებით, კაბელი სიგრძე 1.75 მეტრია.