Asus cw100-ის ნაკრები შედგება უსადენო კლავიატურასა და მაუსისგან. ეს ნაკრები გამოგადგებათ როგორც მუსაობისას ისე სათამაშოდ. ამ მოდელს ახასიათებს ელეგანტური დიზაინი, კომფორტული ერგონომიკა და საიმედო კავშირი. კლავიატურას აქვს 12 ფუნქციური ღილაკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მედია, აუდიო, და სხვა აპლიკაციები. მაუსს აქვს ოთხი ღილაკი და რეგულირებადი მგრძნობელობა 1600 DPI-მდე. კლავიატურა და მაუსი მუშაობს შესაბამისად AA და AAA ბატარეებზე. დევაისი თქვენს კომპიუტერს უკავშირდება USBმიმღების საშუალებით.
Logitech Pebble Keys 2 K380sარის თანამედროვე და მინიმალისტური კლავიატურა კომპაქტური დიზაინით. Bluetooth® ტექნოლოგიით, ეს კლავიატურა ადვილად უკავშირდება სხვადასხვა მოწყობილობებს. მისი ელეგანტური დიზაინი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს ესთეტიკას სამუშაო გარემოში. ჩუმი დაჭერის ( silent click) ტექნოლოგია უზრუნველყოფს რომ კლავიატურა არ შეაწუხებს გარშემომყოფებს.
• დაკავშირება მრავალ მოწყობილობასთან
• ჩუმი დაჭერა
• კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი
• Multi-OS თავსებადობა
The Logitech Pebble 2 M350s combines a stylish design with advanced wireless technology, providing users with a reliable and comfortable computing experience. Whether you're a professional working on intricate tasks or a casual user, the Pebble 2 M350s is designed to meet your needs with precision and elegance.
Introducing the Logitech Pebble 2 M350s Wireless Mouse – where style meets precision! This sleek, pebble-shaped mouse brings a touch of elegance to your workspace with its chic colors and minimalist design. Enjoy the freedom of wireless connectivity, effortless control, and a long-lasting battery life. Express your individuality with vibrant color options, and let ergonomic comfort enhance your productivity. Elevate your computing experience with the Logitech Pebble 2 M350s – a fusion of aesthetics and functionality in the palm of your hand!
HP H120G მაღალი ხარისხის გეიმერული ყურსასმენია USBკავშირის ინტერფეისით.
სიხშირის ფართო დიაპაზონი მოგცემთ საშუალებას მარტივად ამოიცნოთ ყველაზე პატარა დეტალები ხმაში.
HP H100 იდეალური ყურსასმენებია ხანგრძლივი სარგებლობისას. ყურის ბალიშები კომფორტულია და ოპტიმიზებულია გეიმერული სესიებისთვის. აუდიო კაბელი არმირებულია.
ისაუბრეთ თავდაჯერებულად - მიკროფონი იმეორებს თქვენს ხმას სათანადო მოცულობით და სიცხადით. 50 მმ დრაივერებით, H100 უზრუნველყოფს საიმედო ხარისხს .
HP M160 ოპტიკური მაუსია, შექმნილია სპეციალურად გეიმერებისთვის. კორპუსის ერგონომიული დიზაინი თანამედროვე ოპტიკასთან ერთად საუკეთესო შედეგს გვაძლევს.
უნივერსალური დიზაინი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მაუსი როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ხელით.
ოპტიკური სენსორი, 1000-10000 dpi გაძლევთ საშუალებას მისცეთ კურსორს საჭირო პოზიციონირების სიზუსტე. გადახვევის ბორბალი უზრუნველყოფს სიზუსტეს და ხელს უშლის თქვენი თითის მოცურვებას.
მაუსის კორპუსზე რელიეფური ჩანართები საშუალებას გაძლევთ უფრო მჭიდროდ დაიჭიროთ ხელში და თავიდან აიცილოთ ხელისგულის გაოფლიანება.
Sony -ს ორიგინალი ყურსასმენები MDR-ZX110 უზრუნველყოფს მკაფიო, რიტმულ ტონალობებს.
სადენიანი ყურსასმენები შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ თქვენს ლეპტოპს, მობილურ ტელეფონსა და სხვა მოწყობილობებს 1.2 მ სიგრძის კაბელის გამოყენებით. მინი ჯეკი(3.5 მმ)L ფორმისაა და მოოქროვილია.
ყურსასმენების აკუსტიკური დიზაინი დახურულია. დინამიკების მგრძნობელობაა 98 დბ. თითოეული დინამიკის დიამეტრი 30 მმ. ისინი აღჭურვილია ძლიერი ნეოდიმის მაგნიტებით. უაღრესად მგრძნობიარე დიფუზორი საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ ხმის დონე გამაძლიერებლის გამოყენების გარეშე. მოდელი მხარს უჭერს სიხშირის დიაპაზონს 12 ჰც-დან 22000 ჰც-მდე. ყურსასმენის მბრუნავი საყურისები იკეცება, რაც აქსესუარის კომპაქტურად შენახვას საშუალებას იძლევა.
Sony WI-XB400 - სტერეო ყურსასმენებია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ მუსიკალური ტრეკების მოსმენით გზაზე, ვარჯიშის დროს, სახლში. Bluetooth 5.0 უკაბელო კავშირით, თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, რაც ჩახლართულ კაბელებს წარსულად აქცევს.
Sony WI-XB400 წარმოდგენილია მსუბუქი, კომპაქტური კორპუსით და გამოირჩევა განსაცვიფრებელი ხმის დემონსტრირებით. ძლიერი ბასის რეპროდუქციით და კომპოზიციების გაძლიერებული დინამიური მხარით: ყურსასმენები მხარს უჭერენ ხმის რეპროდუქციას 20-20000 ჰც დიაპაზონში. მოდელი მოწყობილობებს Bluetooth-ის საშუალებით უერთდება. ჩაშენებული ბატარეა საშუალებას მისცემს ყურსასმენებს იმუშაოს 15! საათამდე, ხოლო სწრაფი დამუხტვით, რომელიც მხოლოდ 10 წუთს გრძელდება, ყურსასმენების გამოყენება შესაძლებელია კიდევ 60 წუთის განმავლობაში.
Sony-ს ორიგინალი ყურსასმენებიMDR-EX110APგანკუთვნილია მუსიკის მოსასმენად ,ასევე მათი გამოყენება შესაძლებელია ვიდეოებისა და ფილმების ყურებისას. საყურისებს გააჩნიათ ანატომიური ფორმები და არ იწვევს დისკომფორტს ხანგრძლივი ტარებისას.
MDR-EX110AP დახურული აკუსტიკური ტიპის ყურსასმენებია და აღჭურვილია პასიური ხმაურის შემცირების სისტემით, რომელიც ხელს უშლის გარე ბგერების შეღწევას. მაღალი ხარისხის დინამიკები რეპროდუცირებენ მკაფიო ხმას 5 ჰც-დან 20 კჰც-მდე სიხშირის დიაპაზონში, ხოლო ჩაშენებული მაღალი მგრძნობელობის მიკროფონი აკამყოფილებს ხმის გადაცემის უმაღლესს სტანდარტებს.
ყურსასმენებს მოყვება 4 წყვილი რბილი სილიკონის ყურის ბალიშები.
Sony-ს ორიგინალი ყურსასმენებიMDR-EX15AP უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა ხმას - მოუსმინეთ ყველა თქვენს საყვარელ სიმღერას მკაფიო და მკვეთრი ხმით. ეს მოდელი უზრუნველყოფს ნათელ ხმას მინიმალური დამახინჯებით - ხმის მგრძნობელობა არის 103 dB/mW. სიხშირის ფართო დიაპაზონი 8-22000 ჰც საშუალებას გაძლევთ ზუსტად აღადგინოთ მაღალი და დაბალი სიხშირეები მოცულობის მიუხედავად. Sony MDR-EX15AP კომპაქტური ყურსასმენებია, რომლებიც კომფორტულია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. შესაცვლელი ამბიშურები შეიძლება შეირჩეს საჭირო ზომის მიხედვით.
გამოყოფილი ღილაკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ზარი ან გამორთოთ ზარი. დინამიკები აღჭურვილია ნეოდიმის მაგნიტებით. L- ფორმის სტერეო კონექტორის ჯეკები მოოქროვილია ყურსასმენების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით.
Sony-ს ორიგინალი ყურსასმენები MDR-EX15LP აღჭურვილია ნეოდიმის მაგნიტებიანი 9 მმ დინამიკებით, რაც გვაძლევს ძალიან მკაფიო და მდიდარ ხმას ღრმა ბასებით
ყურსასმენებს გააჩნიათ ფართო დინამიური დიაპაზონი : 8 დან - 22000 ჰც-დე
გამოყენების სიმარტივე:
პაკეტში შემავალი სამი წყვილიდან საუკეთესოდ მორგებული ყურის ბალიშების არჩევით მომხმარებელს შეუძლია მთლიანად იზოლირება გარემოს ხმაურისგან. კომფორტული ყურსასმენები კარგად ჯდება ყურის ნიჟარაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუსიკის მოსმენის დროსაც კი.
HyperX QuadCast™იდეალური მიკროფონია სტრიმერისთვის ან პოდკასტერისთვის, რომელიც ეძებს მაღალი ხარისხის კონდენსატორულ მიკროფონს.
QuadCast გააჩნია ვიბრაციის საწინააღმდეგო დამჭერი, რომელიც ხელს უწყობს ყოველდღიური ხმაურის შემცირებას და პოპ ფილტრი პერკუსიური ხმების ჩასახშობად.
LED ინდიკატორის გამოყენებით მომენტალურად ამოიცნობთ თქვენი მიკროფონის სტატუსს და თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ გათიშოთ სიგნალი , რათა თავიდან აიცილოთ უხერხული სამაუწყებლო ინციდენტები.
4 შაბლონიდან (stereo, omnidirectional, cardioid, bidirectional) აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გამოიყენეთ ციფერბლატი მიკროფონის მგრძნობელობის სწრაფად დასარეგულირებლად.
კომპლექტში შედის სამონტაჟო ადაპტერი, რომელიც შეესაბამება 3/8" და 5/8" ზომებს და თავსებადია სამონტაჟოების უმეტესობასთან.
ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მიუერთოთ თქვენი ყურსასმენი მიკროფონს ჯეკის გამოყენებით.
QuadCast სერთიფიცირებულია Discord-ისა და TeamSpeak™-ის მიერ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი მიკროფონი მკაფიოდ და ხარისხიან სიგნალს გადასცემს.
HyperX QuadCast უნივერსალური დევაისია - მუსაობს ყველა პოპულარულ პლატფორმასთან იქნება ეს
windows-ი , PS5™, PS4™ თუ Mac®
უკაბელო კლავიატურაA4Tech Fstyler FBK30 გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგიით, ერგონომიკით და კომპაქტური ზომით. ეს მოდელი აღჭურვილია 86 კლავიშით. კლავიშებს აქვთ მომრგვალებული ფორმა . ელასტიური სილიკონის გამოყენებით QuietKey დაწკაპუნების მექანიზმი უზრუნველყოფს ზუსტ პასუხს მინიმალური ხმაურით.
A4Tech Fstyler FBK30-ის უსადენო კავშირი ხორციელდება Bluetoothტექნოლოგიით ან 2.4 გჰც კავშირით.
თავსებადია Windows/Mac/iOS/Android-თან, ადვილად შეცვალეთ განლაგება ერთი OS-დან მეორეზე.
კვების წყაროდ გამოიყენება 1 2a სტანდარტის ელემენტი.
კლავიშებს ზემოთ ჩაშენებულია სადგამი მობილური ტელეფონის ან პლანშეტის დასაყენებლად.
ჩუმი დაჭერის ტექნოლოგია(silent klick)
სადენიანი Microsoft Classic IntelliMouse ელეგანტური მუქი მაუსები ნაცრისფერი დიზაინით, კომფორტული და მოსახერხებელია ექსპლუატაციისას.
ეს მოდელი აღჭურვილია ხუთი ღილაკით , დამოუკიდებლად დაპროგრამების შესაძლებლობით.
Microsoft Classic IntelliMouse მოწყობილობა მუშაობს ოპტიკური LEDსენსორის საფუძველზე, 3200 dpiგარჩევადობით. კომფორტულ გამოყენებას ხელს უწყობს არაპრიალა საფარის არსებობა, რომელიც არ სრიალებს თქვენს ხელში.
Hoco L15უკაბელო მიკროფონი იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სურს ტელეფონზე მაღალი ხარისხის აუდიოს ჩაწერა. ეს მიკროფონი არის მსუბუქი და კომპაქტური, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჩაწერას.
დამატებითი აპლიკაციები ან პარამეტრები არ არის საჭირო მუშაობისთვის. უბრალოდ შეაერთეთ მიმღები თქვენს ტელეფონში და დაიწყეთ ჩაწერა. მიკროფონს აქვს ჩაშენებული ბატარეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ 6 საათამდე.
Hoco L15უკაბელო მიკროფონი იდეალურია სიუჟეტების, პირდაპირი ტრანსლაციის, მიმოხილვების, ინტერვიუების, ლექციების, სემინარების და სხვა პროფესიული და პირადი ღონისძიებების ჩასაწერად. ის საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ მკაფიო და მაღალი ხარისხის აუდიო 15 მეტრის რადიუსში, შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრაოთ ჩაწერის დროს ხმის ხარისხის დაკარგვის გარეშე.