Full HD action cam with Wi-Fi function and GPS function
8Mpixel CMOS sensor, 130° fixed angle, Up to FULL HD - 1080P
Accessories included: Remote control, waterproof case, shield, handlebar mount for bicycle., helmet mount with straps, suction cup, helmet mount incl. 1 pc. 3M adhesive sticker, USB cable, protection sticker
SVEN RX-G960 - სიჩქარის და სიზუსტის საუკეთესო ბალანსი - ოპტიკური სენსორის მაქსიმალური სიჩქარე 6400 dpi. ამ მოდელის "ქიშმიში ბულკში" - ერგონომიული დიზაინი ცვლადი პანელებით. დამატებით ასევე შეგიძლიათ არეგულიროთ წონა მაუსის ქვედა პანელიდან . პლიუს არმირებული კაბელი.ამ დეტალების ერთობლიობა გვაძლევს გეიმინგისთვის ერთ ერთ საუკეთესო დევაისს. ნუ საოფისე სამუშაოდაც გამოდგება მაგრამ ექსელისთვის ცოდოა ეს მაუსი.
Stainless steel GK-150DL გამორჩეული დიზაინის კლავიატურაა.კლავიშების სიმაღლით, ხმით და rgb განათებით ძალიან ჰგავს მექანიკურ კლავიატურას. განსაკუთრებით მიმზიდველია ხარისხიანი პლასტიკისგან დამზადებული კორპუსი მეტალიკის სტილში. საინტერესო დეტალია ტელეფონის ჩასადები პაზი, თუმცა გამოსაყენებლად მხოლოდ მაღალი მონიტორის შემთხვევაშია იქნება კომფორტული.
ეს მოდელი გამოირჩევა rgb განათების ყველა გემოვნებაზე მორგების შესაძლებლობით. ვისაც არ მოსწონს "ნაძვის ხე" - შეუძლია საერთოდ გამორთოს განათება. კლავიატურას გააჩნია დინამიური ნათების 9 რეჟიმი რომლის ცვლილებაც მარტივად შეგიძლიათ fn კლავიშის და ციფრული კლავიშეის 1 დან 9დე კომბინაციით. fn+7*2x კომბინაციით კი შეგიძლიათ კლავიატურის სხვადასხვა ზონებს მიანიჭოთ განსხვავებული ფერები.ასევე შეგიძლიათ მიანიჭოთ ცალკე ფერი და განათება სიმბოლოებს და კლავიშებს.FN+9 კომბინაციით კლავიშები ნათდება ხმაურზე რეაგირებით( °ロ° ) - კლავიატურა რეაგირებს ნებისმიერ ვიბრაციაზე ტაშის შემოკვრიდან დაწყებული ჩაბუქვნით დამთავრებული.მოკლედ რომ ვთქვათ rgb ნათების კომბინირებით კარგად გაერთობით :)
მოკლედ მიმოვიხილოთ დანარჩენი პარამეტრებიც :
ნესტ და მტვერ გამძლე კორპუსი
მოოქროვილი USB კონექტორი
არმირებული კაბელი
ფერიტის ხმაურის ფილტრი(ჩვენც არ ვიცით რა არის ეს)
ძალიან საჭირო ფუნქცია გეიმერებისთვის - Windows-ის სისტემური ღილაკების ბლოკირება და კურსორის გადასვლა WASD* კლავიშერზე.
რეზიუმე - ამ ფასის კატეგორიაში საინტერსო და ხარისხიანი დევაისია.
SVEN AP-G888MV - ესაა ყურსასმენები გეიმერებისთვის(თუმცა ასევე წარმატებით გამოიყენებთ ნებისმიერი სხვა დანიშნულებით სადაც გჭირდებათ ხარისხიანი საუნდი და კარგი მიკროფონი)
ყურსასმენებს გააჩნიათ ხმის ჩახშობის პასიური სისტემა რაც უზრუნველჰყოფს სათამაშოდ იდეალური ატმოსფეროს შექმნას. ძლიერი ბასები და დეტალური ჟღერადობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ყურსასმენების სპეციალური კონსტრუქცია გათვლილია კომფორტულ მოხმარებაზე , ამბრიშურა მჭიდროდ ეკვრის ყურს და ამავე დროს არ იწვევს დაღლილობის შეგრძნებას ხანგრძლივი მოხმარებისას.
ხმის და მოკროფონის რეგულატორი კაბელზეა განთავსებული . თავად კაბელი კი დაცულია ნაჭრის არმირებით რითაც უზრუნველყოფილია ხანგრძლივი ექსპლოატაცია.
SVEN AP-G888MV - ერთ ერთი იშვიათი მოდელია გეიმერულ ყურსასმენებში რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორ კომოპიუტერზე ან ნოუთბუქზე ისე ტელეფონზე/პლანშეტზე. სპეციალური გადამყვანი 4 პინიანი 3,5მმ ჯეკიდან 3 პინიან 2xჯეკზე შედის კომპლექტში.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას ამ ფასის კატეგორიაში SVEN AP-G888MV ერთ ერთი საუკეთესო ყურსასმენია
SVEN GC-W700 თამაშის კონტროლერი სპეციალურად შექმნილია კომპიუტერისთვის.
ერგონომიული დიზაინი რეზინის საფარით და ჩაშენებული ვიბრაციის მექანიზმით უზრუნველყოფს მანქანის ტრენაჟორებში რეალისტურ მართვას. ვიბრაციის უკუკავშირის ეფექტი თამაშებში გადმოსცემს გზის ზედაპირის სიჩქარისა და უხეშობის შეგრძნებას, მოხვევის დროს ვიბრაციას, შეჯახებასა და ავარიებს .
გაზისა და სამუხრუჭე პედლებიანი პანელი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ სიჩქარე და დამუხრუჭება რამდენიმე წამში.
ოპტიკური შუქდიოდური მაუსი. ერთნაირად მოსახერხებელია როგორც მემარჯვენეებისთვის ისე მემარცხენეებისთვის(არ იგულისხმება პოლიტიკური მიმდინარეობა)
იაფი და იორღა – მეტი რა ქნას